მჭედელი და ეშმაკები — სულხან-საბა ორბელიანი
Теми: казки, психологія
Початок
ერთი მჭედელი იყო ქალაქსა შამისასა. წამსა და წუთს ეშმაკს აგინებდა. შეწუხდენ ეშმაკნი და მჭედლისათვის მახე გააკეთეს. ერთი ეშმაკი ბერის კაცის სახით მოვიდა, ერთი ვაჟკაცი შვილად მოიყვანა, მჭედელს ოცი ფლური მოუტანა: ამ ჩემს შვილს შენი ხელობა ასწავლეო!
მჭედელს იამა და მიიბარა. კარგს სწავლებას დაჰპირდა.
ორს თვეს უკან ერთი ეშმაკი ბერს, უძლურს კაცად შეიცვალა და მოვიდა მჭედელთანა, ორასი ფლური მოუტანა და უთხრა:
- დია დავბერდი, აღარა ძალმიც რა, ეს ხელფასად აიღევ, დამადნევ, გარდამახალისე და ოცისა წლისა გამაკეთე!
მჭედელმან ეშმაკს აგინა: ეს როგორ იქმნება კაცისაგანაო!
შაგირდმან უთხრა: ფლური გამოართვი, მე თოქმაჩის შვილი ვარ, მე კარგა დავახალისებო.
ეშმაკი ეშმაკურის საქმის მცოდნელია. შეკრეს ეს ბერიკაცი, დადვეს.…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.