მეფე ანაკოფიისა — სულხან-საბა ორბელიანი
Теми: казки, психологія
Початок
მეფე იყო ანაკოფიისა. მრავალი ერი მონებდა და ყოველი კაცი უყვარდა. ერთგულისას ამას იტყოდის: რა გინდ ბევრი ვაწყინო, ისევ ერთგული ბუნება აქვს და არ დამთმობსო და ორგულს ეგოდენს წყალობას ვუზამ, გავიერთგულოო.
გამოხდა ხანი. ორგული არ გაუერთგულდა და ერთგულიც გაუორგულდა. მტერნი აუჩნდნენ. მეფე სამკვიდროზე ვეღარ დადგა და სხვას თემს ივლტოდა. თან ორივ გარდაჰყვა: ერთგულიცა და ორგულიცა.
რა დიდად გასჭირდა ხანთ სიგრძისაგან, თუ რამ ორგულს უბრძანის სამსასური, აყვედრის: რა მეწყალობება? სახლი გაუშვი, მამული და შენ გახლავარ. აწ კიდევ აქა-იქ ტანტალს არ მაჯერებო!
რა ერთგულს უბრძანის, უთქმელად ჰყვის.
გამოხდა ხანი და უფრორე გაუძნელდა საქმე.
რა აღარას ხსნა იყო, მოახსენა ერთგულმან: გარდმოვარდნილხარ და საგანძური დაგლევია,…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.