Memova Учню Вчителю Тест слів Вчителі Тарифи Довідка English

სამნი ამხანაგნი — სულხან-საბა ორბელიანი

Текст · Мова: Грузинська · Рівень: складний · Автор: სულხან-საბა ორბელიანი · ≈ 1 хв · 190 слів

Теми: казки, психологія

Початок

1.

სამნი ამხანაგნი შეიყარნენ: ერთი ისპაანელი, ერთი გილანელი და ერთი განჯელი. ერთმანერთს თავიანთი თემი უქეს.

ისპაანელმან კაცმან თქვა:

- ჩემი თემი ისეთია: ძველი და ახალი ნესვი ერთად დასდვა, ვერა სცნობ, რომელი წლეულია და რომელი შარშანდელი.

გილანელმან თქვა:

- ჩემი თემი ესეთია: ცოცხალი კაცი და მკვდარი ერთს საგებელში დააწვინო, თუ ცოცხალსა ძინავს, ვერა სცნობ, რომელი მკვდარია და რომელი ცოცხალი.

განჯელმან თქვა:

- ჩემი თემი ესეთია, რა კაცი მოკვდება, ექვს თვე ფეხზე ვალს და მეშვიდეს თვეს სამარედ ჩავალს, გაზაფხულ ცხელებას დაუწყებს და შემოდგომაზე მოკვდება.

არც ერთის თემი ვარგიყო, მაგრამ მათ მოსწონდათ.

2.

იყვნენ სამნი ამხანაგნი. ერთი დია კარგი და ბატონის ერთგული და ყოვლის კაცის შეუცოდარი, მართალი და მართლის მთქმელი…

Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.

Джерело: kids.ge/story?id=219

Читати в Memova

Відкрити Memova