Memova Учню Вчителю Тест слів Вчителі Тарифи Довідка English

საახალწლო ხუმრობა — ეკატერინე გაბაშვილი

Текст · Мова: Грузинська · Рівень: складний · Автор: ეკატერინე გაბაშვილი · ≈ 1 хв · 211 слів

Теми: класика

Початок

პაპა მაგიდასთან იჯდა, გაზეთს კითხულობდა, სერთუკის უკანა ჯიბიდან ხელსახოცის ყური უჩანდა. პატარა კუდრაჭელა ნუნუ კუთხეში დედოფლებთან თამაშობდა. გოგონა რიღასთვისღა წამოდგა, ხელსახოცის ყური დაინახა, მიეპარა ჩუმად პაპას, ხელსახოცის წვერი გამოამარყუჟა და ისევ დედოფლებში გაერთო.

პაპამ გაზეთის კითხვა გაათავა. მოხუცებულმა ჯდომით დაბრუშებულის მუხლების გასაშლელად ოთახში დაიწყო სიარული, მერე ხელსახოცი ამოიღო და ცხვირი მოიხოცა, შენიშნა მარყუჟი და თავისთავს დაეკითხა:

- ნეტა რის მოსაგონებლად გამომისკვნია ეს ხელსახოცის ყური!

ნუნუ სწრაფად წამოხტა და პაპის ხმამაღლა წარმოთქმულს კითხვაზედ უპასუხა: - ნუნუს საახალწლოთ სათამაშო უნდა ვუყიდოო.

- ჰა, ჰა, ჰა! - ჩიფჩიფით ჩაიცინა მოხუცმა და მაშინვე ქუდი აიღო, ხელში თავისი…

Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.

Джерело: kids.ge/story?id=62

Читати в Memova

Відкрити Memova