მკალავი და ვირი — სულხან-საბა ორბელიანი
Теми: казки, психологія
Початок
ერთი მკალავი იყო. ვირს საფქვავი აჰკიდა, წისქვილში წავიდა, დაფქვა, გამობრუნდა. გზაზე ვირი დაუდგა. ვეღარ დაძრა, დაღონდა. ჯიბეში ნიშადური ედვა, ქვაზე დანაყა და ვირს კუდ ქვეშ მოსცხო, ეგება დასწვას და ააჩქაროსო.
რა ნიშადური მოსცხო, ვირი ესეთი გაიქცა, მკალავი ვეღარ მოეწია. დაღონდა: ვირი არსად გარდამეჭრას და არ დავკარგოო. ცოტა ნიშადური თითონაც ამოისვა: ეგების ვირს მივეწიოო.
ასე გაშმაგდა მკალავი, ვირსაც გაუსწრა, სოფელი და თავისი სახლიც გაირბინა. ცოლს მისძახა: ჩემი ნიშადური ცხარი იყო, მე ვეღარ დამდგარვარ და ვირს ეპატრონეო!
- რუქავ, შენც ნიშადური ამოგისვამს, იგი გაჩქარებს, თვარა მეფის წინაშე შენგან და ანუ სხვათაგან მაგ რიგი ვითარ იკადრება?
მერმე ჯუმბერ დადრკა, მამას ეთაყვანა, მიწას აკოცა და ეგრე მოახსენა:
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.