Memova Учню Вчителю Тест слів Вчителі Тарифи Довідка English

ძალა ერთობისა — სულხან-საბა ორბელიანი

Текст · Мова: Грузинська · Рівень: складний · Автор: სულხან-საბა ორბელიანი · ≈ 2 хв · 247 слів

Теми: казки, психологія

Початок

მეფე ვინმე იყო დიდებული. ოცდაათი ვაჟი ჰყვა. რა მოიწია დრო სიკვდილისა მისისა, მოუწოდა ძეთა თვისთა, მოაღებინა ოცდაათი ისარი, შეკრა მაგრა ერთად და მოზიდა, რათა გატეხოს და ვერ გატეხა. მერმე თითო-თითო მოზიდა და ყოველივე დალეწა. უთხრა შვილთა თვისთა:

- თუცა ერთად ხართ და ერთსა პირსა ზედა სდგეხართ, მტერი ეგრე ვერ გაგტეხსთ, ვითა მე წეღან შეკრული ისარი ვერ გავტეხე; თუ გაიყრებით, ესრეთ თითო-თითოდ დაგლეწოსთ მტერმან. თავიცა მოსთხაროთ და მოყვარეცა.

- აწე, თქვენი საქმე მას ჰგავს. თქვენი სიტყვა თუცა ერთი იყოს, დაემყაროს მეფობა ჩემი. და რადგან მტერნი ხართ, ჩემს საქმეს წაუხდენელს არ გაუშვებთ.

ვაზირთ წესია, რამდენიც იყვნენ, პირი ერთი ჰქონდესთ. ერთის ჭკუა და რჩევა უამხანაგოდ სწორედ არ წავა, არ იქმნების, რაგინდ…

Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.

Джерело: kids.ge/story?id=204

Читати в Memova

Відкрити Memova