მტერობით განკურნებული — სულხან-საბა ორბელიანი
Теми: казки, психологія
Початок
მეზობელი ჩემი დასნეულდა. ყოველი მონაგები მკურნალზე წარაგო, და ვვრავინ რა ჰკურნა.
ესმა: შირაზის ქალაქსა ერთი აქიმი არის, რა სნეულს ნახავს, სცნობსო, თუცა სასიცოცხლოა, წამლის ნუსხას მისცემს, ეს იწამლეო, და თუ იწამლა, უეჭველად მორჩებაო და, თუცა სასიკვდილოა, პირს მიიმრუდებს და არას ეტყვისო.
რა ეს ამბავი ესმა, წავიდა სნეული იგი, ერთი მონა წაიტანა და მივიდა. რა მან აქიმმან ნახა, ფიცხლავ პირი მიიმრუდა და არა უთხრა რა. სნეული უღონო შეიქმნა, გამორიდა და მონასა თვისსა უთხრა:
- შენვე იცი, რამდენი ვეცადე და ვეღარ მოვრჩი, მოკვდავი ვარ. წადი, მაწონი მიყიდე, გული მითქვამს: ვჭამ, მოვკვდე.
ერთს წალკოტს შიგან გარდასვა, მიაწვინა. მოუტანა მაწონი და აჭამა. სრულად ვერ შეჭამა. გადანარჩომი მიაბარა. მიღმართ ხის ძირს…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.