ბებია კატო — ეკატერინე გაბაშვილი
Теми: класика
Початок
იყო და არა იყო რა, იყო ერთი ბებერი ქალი, ისეთივე, როგორც სხვა ქალი-ადამიანი, მხოლოდ კატო ბებიას დიდი, ისეთი დიდი გული ჰქონდა, რომ გულ-მკერდში არ ეტეოდა, გარეთ იწევდა.
და, რადგანაც გული ადამიანისა ბუდეა სიყვარულისა, ბებია კატოს ფართო გულშიაც უშველებელი, დიდი, უსაზღვრო სიყვარული იყო დაბუდებული, იმას უყვარდა ყველა არსება: კაცი, ქალი, ბებერი, ნორჩი და შუათანა, გლეხი, მდიდარი, უშნო, ლამაზი ბებიას გულში თავ-თავისს შესაფერის ბინას ჰპოვებდნენ, მაგრამ გაცილებით მეტად ბებია კატოს ბავშვები უყვარდა: პაწაწინები, უმანკოები, მომავლის კოკრად გაჩენილები.
ოჰ, ბავშვნი! ეს მომავალნი იმედნი, ეს ია-ვარდნი, გულის სატრფონი ბებია კატოს მეტად უყვარდა და მთელს სიცოცხლეში მათს სიხარულსა და ბედნიერებას თავსა სწირავდა:…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.