უმეცარი დალაქი — სულხან-საბა ორბელიანი
Теми: казки, психологія
Початок
ჩემი შობისა და მამა-დედათა უცნობობისა უწინარესვე ვჰკადრე მეფობასა თქვენსა და რა აქათ წამოველ, სოფელსა ერთსა მოველ. ხუთნი ამხანაგნი სხდეს და ლაღობდენ. მაწვიეს მეცა და დამსვეს მათთანა.
თავთა პარსვა მოუნდათ. მას სოფელსა ერთი უმეცარი დალაქი თურე იყო. კარგი ცოდნა იჩემა და მოვიდა.
დაუწყო ერთსა თავსა პარსვა. თურე დია შეაჭირვა.
მიღმა აქლემი ღრიალებდა.
მან კაცმან თქვა: მას აქლემსაც თავს პარსვენო და მისთვის ასე მწარედ ყვირისო.
ჩვენ ვიცინეთ და სხვათაც მოვაპარსვინეთ.
მეორეს დაუწყო პარსვა და დიდად შეაწუხა. ამოიღო ხუთი ბისტი, მისცა და უთხრა: ვიცი, ცოცხალი ვერ გარდაგირჩები, შენი ხელფასი არ შემრჩეს, მას სოფელსა ვალად არ დამეკიდოსო.
მესამეს დაუწყო პარსვა. მოკორტნა თავი და სისხლმდინარეს ბამბა დააკრა, სხვაგან…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.