ყაზან-შაჰ და მისი ცოლი — სულხან-საბა ორბელიანი
Теми: казки, психологія
Початок
იყო ყაზან-შაჰ ერთი დიდი დიდებული და ხათუნად ჰყვა ქალი ერთი შვენიერი. ეყოლა ვაჟიშვილი და, რა მოიზარდა, მამა-დედანი ათამაშებდენ.
ცოლს მარტვილი სთხოვა და, რა მიაძლია, ხათუნს ფათერაკი მოუხდა და ქარი დასძვრა.
იწყინა დიდად ყაზან-შამ და ცოლიც გააგდო და შვილიც თან გაატანა მარტო უკაცოდ. და მან სხვა ხათუნი დაისვა.
წავიდა ხათუნი, სამკაული დამალა, ძონძი შეიმოსა და ერთს მეწისქვილეს შეეწყო.
ერთი მისი ტოლი ყრმა მას მეწისქვილეს ჰყვანდა და ორნივ ერთად იზრდებოდენ და თამაშობდენ. მეწისქვილის ძე მცირეს წისქვილს აშენებდის, ღარსა და ბორბალს აკეთებდის, ვითა მამა-პაპათა წესია.
ხათუნის ძე ტახტს კრევდის, ზედ დაჯდის და ეტყოდის: მე დამიჩოქე და შემომჩივლეო!
ყრმობითგანვე ესრე იყვნენ. რა ათჩვიდმეტისა წლისა შეიქმნა, მას…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.