აბდულ-აზიზ დავრიში — სულხან-საბა ორბელიანი
Теми: казки, психологія
Початок
მამის მამა ჩემი, აბდულ-აზიმ, დავრიში იყო და ვლიდა პირსა ყოვლისა ქვეყანისასა. ესეთისა ტილისმისა ხელოვნობა ჰქონდა, რომე მას საქმე ვერ გადურჩებოდა. მრავალს უცხოსა და საკვირველს საქმესაც იქმოდა. თურე სადაც მიწათა, ანუ კლდეთა საუნჯე შეამცნივის, ამოუღებელი არ გაუშვის და რაც ზედ ძნელი ტილისმა ნახის, მოშალის და განძი გლახაკთ განუყვის.
დღესა ერთსა ნახა ერთს ქვაბის კარს ტილისმათა ნიშანი და დაუწყო მას ჩხრეკა.
მას გზაზე მრავალი უცხო ტილისმა ნახა შექმნილი. ნახა პირველად ხრმალი, რომელი იქცეოდა, და მოშალა.
შევლო, ნახა წყალი, მდუღარე მომდინარე, რომ გასვლა არ ეგებოდა, და გაახმო. მასთან - მაიმუნი სპილენძისა, მებრძოლი სასტიკად, და იგიცა მოშალა.
შევლო, ნახა ტბა ვეცხლისა წყლისა. ეს კლდის ბილიკი ვერას ტილისმას,…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.