ინდოთ მეფე და ვაზირნი — სულხან-საბა ორბელიანი
Теми: казки, психологія
Початок
მამისა მამა ჩემი, მასმია, ინდოთ მეფისა ხუთთა ვაზირთა უხუცესი ყოფილა. იგი უხუცვსი ვაზირი მეფესა დიდად უყვარდა, თავსაცა თვისსა ერჩივნა. იგი ოთხნი აუმტერდენ, თქვეს:
- რამცა ვუყოთ მას, რომე მეფე მისსა სიტყვასა ზედა დგას და მორჩილი რჩევისა მისისა არს და ჩვენ არარა გვეკითხვის?
შეკრეს პირი. მოვიდა განთიად ერთი მეფესთანა და მოახსენა: წუხელის მეზმანა მე დიდი მეფე, ინდოთა მპყრობელი, მამათქვენი, მიბრძანა მოხსენება თქვენი. დიდი ვაზირი იხმო: ცოტა საქმე მიც, დავასრულო და მალე გარემცავაქცევო.
მოვიდა მეორე და მოახსენა მანცა იგივე ზმანება და უცხოსა და შვენიერსა ადგილსა ნახვა მამისა მისისა, დათხოვა ვაზირისა და ეგრეთეე გამოშვება.
მესამემან და მეოთხემან იგივე ზმანება თქვეს, ვითა დაედვათ პირი. გაუკვირდა მეფესა და…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.