Memova Учню Вчителю Тест слів Вчителі Тарифи Довідка English

მთის წყარო — ვაჟა–ფშაველა

Текст · Мова: Грузинська · Рівень: складний · Автор: ვაჟა–ფშაველა · ≈ 3 хв · 427 слів

Теми: класика, наука й природа

Початок

არაფერი ცოდვა არ მიქნის ჩემს სიცოცხლეში. ვერცერთი სულიერი, ვერც უსულო, ჩემს ცოდვას, ჩემს სიავეს ვერ იტყვის. ღმერთს ესე დაუწესებივარ: უნდა ვიდინო, ვიდინო; ყველამ ჩემით უნდა მოიკლას წყურვილი. გახურებულს ზაფხულის დღეში რამდენი ნადირი მოდის, სვამს ჩემს წყალსა, რამდენი დაღალულ-დაქანცული მუშა მოვა, მოიტანს ცელს, ნამგალს გასალესად. კაცნი მსმენ და ათასში ერთი თუ იტყვის: დაილოცე, ცივო მთის წყაროვ, რომელი ღვინო შეგედრებაო?! უმრავლესობა ზედ მაფურთხებს. რა ვქნა, მე ვერავის მივაფურთხებ. დეე, ისევ მე მაფურთხონ! რა ბედნიერადა ვგრძნობ ჩემს თავსა, ღმერთო! რა კარგი მეგობრები მყვანან გევრდსა! აი, ჯერ ეს ლოდები, სქლად მწვანე ხავსი რომ გადაჰკვრია; აი, კიდევ ჩემს თავზედ პირყვითელი კლდე რომ დაყუდებულა და…

Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.

Джерело: kids.ge/story?id=21

Читати в Memova

Відкрити Memova