წერილი ბებიას ჩურჩხელებთან — იროდიონ ევდოშვილი
Теми: класика
Початок
პირველად მრავალ მოკითვას მოგახსენებთ, ჩემო საყვარელო, ფიქრიდან და გულიდან განუშორებელო ბებიას ჩურჩხელებო!
გისურვებთ გაზრდას, დასქელებას და თაფლივით დაშაქრებას.
თუ ჩემს ამბავს იკითხავთ, მე არა მიშავს რა, მაგრამ უთქვენოდ ობოლი და მოწყენილი ვარ. მართალია, შორსა ხართ, მაგრამ არ იფიქროთ დამავიწყდით; პირიქით, მე და ჩემი დედოფალა თინია ყოველდღე თქვენ გიგონებთ. თქვენ მაგიერ ჩემს დედოფალას ჩხირებით ვაბერებ და იმ სულელსაც უხარია, მართლა ჩურჩხელა ჰგონია.
როდესაც ქალაქისაკენ გამოვემგზავრე, თქვენ ჯერ ისევ ძაფებზე ეკიდეთ და მზეზე თბებოდით.
ოჰ, ნეტავი იმ დღეს, მე თქვენ ქვეშ ტაშ-ფანდურას ვუვლიდი ხოლმე. ორ-სამს კბილებით ბოლოში ნიშანიც დაგადეთ, რომ ბებიას არ აერიოთ და სხვაგან არ ამოჰყოთ თავი. ახლაც თვალწინ…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.