Memova Учню Вчителю Тест слів Вчителі Тарифи Довідка English

ია — ვაჟა–ფშაველა

Текст · Мова: Грузинська · Рівень: складний · Автор: ვაჟა–ფშაველა · ≈ 3 хв · 468 слів

Теми: класика, наука й природа

Початок

უღრანს ტყეში მოსული ვარ... მანამ ცოცხალი ვარ, ჩემის სილამაზით დავატკბობ ტყეს, ბალახს და იმ გაღმიდამ გამომცქერალს გულხავსიანს კლდესა, სუნელებას მივაფრქვევ არე-მარეს. ყველას ვუყვარვარ: აგერ იმ დამპალს ყუნჭს თვალი სულ ჩემსკენ უჭირავს, მიცინის ხოლმე, უნდა ჩემთან მოვიდეს, – მაკოცოს, მაგრამ არ შეუძლიან, მხოლოდ შორიდამ გამიცინებს, გაიღიმება საცოდავი, თუმცა უშნოდ, მაგრამ გულკეთილობა კი დიდი გადაეფინება ხოლმე პირზედ.

განა მარტო იმას უხარიან ჩემი სიცოცხლე? წვერხმელი ხეებიც მე დამხარიან ზევიდამ, თვითონ თავშიშველნი, ტოტებს მე მაფარებენ: ჩვენს იას არ შეგვიცივდეს, ან არაფერმა არ აწყინოსო. პირდაპირ შხაპუნა წვიმას არ უშვებენ ჩემამდის: წვიმას შეუძლიან ერთბაშად ჩამომაცალოს ფოთლები. უფოთლებოდ ყოფნა და სიკვდილი…

Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.

Джерело: kids.ge/story?id=5

Читати в Memova

Відкрити Memova