გრძნეული ცოლის პატრონი — სულხან-საბა ორბელიანი
Теми: казки, психологія
Початок
იყო ისპაანს ერთი საბრალო კაცი. და ჰყვა ცოლი ერთი, ფლიდი და გრძნეული, რომე იმისთანა არ იქმნებოდა. ქმარსა სხვა რიგად ახედებდა. მუდამისად ყურანს იკითხვიდა, დღეში ხუთს ლოცვას არ აკლებდა, ნასვამის წყლით ხელს არ დაიბანდა, სულიერობას ჩემულობდა.
თქვა მან კაცმან: რადგან ცოლი ასეთი მლოცავი მივის, მეცა ქაბას წავალ და ორნივ დაუცადებლად სამოთხეში შევალთო.
ერთს დღეს ქარავანი გადგა ბაღდადისაკენ და კაცი თან გაჰყვა. ქალაქს გარეთ ქარავანი ახლოს დადგა და მან კაცმან ესრე თქვა: რადგან ესრეთ ახლოს დგანან, ამას ღამეს შინ მივალ და დილას ადრიან ამათ მოვუსწრობო.
მის ცოლს ქმარი მისი წასული ეგონა. თავისი სატრფიალო კაცი ეწვივა და ლხინად დაჯდა. ღვინოს სმიდენ. კაცი იგი ღამე კარს მიადგა. ნახა დაფის ცემა, როკვა და სიმღერა…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.