ტყე ტიროდა — ვაჟა–ფშაველა
Теми: класика, наука й природа
Початок
ხშირი, დაბურული ტყით შემორტყმულ მდელოზე დიდი ჟრიამული ისმოდა. ქალი, კაცი, ბავშვები და ძაღლები ერთმანეთში ბუზივით ირეოდა! მომეტებული ნაწილი თოფ-იარაღიანი ხალხი იყო. ყველას სახეზე სიამოვნების და ბედნიერების ალმური ასდიოდა, ყველას ბაგეზე ღიმილი ციმციმებდა; ხალხი თავს დაჰბრუნავდა გაშოტილ ხარ-ირემს, რომელიც ამ დილით მონადირეებს მოეკლათ. უსიტყვოდ იწვა ტყის შვილი, ტყის გულ-მკერდით და ლაღად გაზდილი; თვალები, დახოცილი თვალები, მღვრიე წყალში უცურავდა; ენა გადმოეგდო.
მონადირის ცხენებმა რომ ნახეს მკვდარი ირემი, ფრუტუნ-ხრუტუნით გაშორდენ, ზურგი აქციეს, არ უნდოდათ მკვდარი ირემისათვის ეცქირნათ, ამიტომ შორს, ველის ბოლოში მწვანესა სძოვდენ საბელ-ათრეულები. ბალღებმა ირემს ჯერ ვერ მისწონეს და ახლა კი რქის…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.