კლდე მტირალი — ვაჟა–ფშაველა
Теми: класика, наука й природа
Початок
ფეხშეუხრელად, მკვიდრად, პირდაღმეჭილი, მრისხანე სდგას კლდე. სდგას ისე, ერთფერად ზამთარ-ზაფხულ. ეს კლდე მთელი მთაა კლდედ, ქვად გადაქცეული, პირისპირ ცისა, მზისა და დაბლა ქვეყნისა. ერთხელ შეხედვით როგორ საძაგლად, უმსგავსოდ არის მოთუთხნილი, უსწორ-მასწოროდ, უწესოდ ერთმანეთზე მიყრილის ლოდებით; ზოგან ჩაშავებული, ზოგან ჩაყვითლებული, სხვაგან ჩალურჯებული, ნაკაწრი, ნაღადრი, დელგმა-ღვარისაგან გაგლილი და ჩამოღარული. აცქერდები, აცქერდები კარგა დაკვირვებით და რა ლამაზად გეჩვენება, როგორც ათას ომში გამოვლილი ვაჟკაცი, ათასგან დაჭრილ-დაზიანებული, მაგრამ ისევ მხნედ, მამაცად და შეუპოვრად გამომცქირალი და მებრძოლი. ძლიერ მტრიანი თუა, რომ მუდამ ფხიზლად არის, მუდამ ყელმოღერებული და თავდაუღერებელი იცქირება ერთს…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.