მეფე ხორასნისა — სულხან-საბა ორბელიანი
Теми: казки, психологія
Початок
იყო ერთი მეფე ხორასანსა დიდებული, კეთილ-გონიერი, უხვი და მოწყალე. დღესა ერთსა გახსნა სამნი სალარონი და უხმო ყოველსა საბრძანებელსა, რათა ყოველმან დიდმან და მცირემან, დიდებულმან, გინა გლახაკმან ათორმეტსა ჟამსა, რაცა ეძლოს, წარიღონ. და წარიღეს ყოველთა და ვერა დაასრულეს სამნი იგი სალარონი.
მას დღესა ნადიმი გარდაიხადა, აფუცა ვაზირთა მისთა, თუცა რომელთა ასმოდეს, ანუ იცოდეს მისი მსგავსი მდიდარი და უუხვესი მეფე. ექვსთა ვაზირთა ფუცეს უსმენელობისათვის მსგავსისა მისისა. და უმცროსსა ვაზირსა გაეცინა.
ჰკითხა მეფემან:
რის მიზეზისათვის იცინიო?
მან ფიცი სთხოვა მოუკვლელობისათვის და მეფემან თავისი თავი ფუცა.
მას ვაზირსა რა გული შეუჯერდა, მოახსენა: ჩინეთის ქვეყანას ერთი ურია არის, მალქოზ ჰქვიან და მისი მოყმე არის…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.