Memova Учню Вчителю Тест слів Вчителі Тарифи Довідка English

ჩურჩხელები, ჩურჩხელები, ჩურჩხელები! — ეკატერინე გაბაშვილი

Текст · Мова: Грузинська · Рівень: складний · Автор: ეკატერინე გაბაშვილი · ≈ 7 хв · 991 слів

Теми: класика

Початок

მთელი ერთი თვეა, რაც ჩვენს სახლში მხოლოდ ეს სიტყვებიღა ისმის. მაშინ, როდესაც მამაკაცები მთელს დროს ქვევრების რეცხვას, საწნახელის გაწყობას, გოდრების წვნას, სართველოდ ვენახის გამოწმენდას ანდომებენ, დედაკაცები სულ ჩურჩხელების სამზადისში არიან. რვა ენკენისთვეს კაკლის ბერტყვა დაიწყო, დედათქვენმა კრეფის დროსვე საუკეთესო კაკლები გადაარჩია, დაკროლა, წენგოსაგან გასუფთავებული, დიდს ჭილობზედ გაგვაშლევინა მზის გულზედ და თვითონ აივნიდგან თვალმოუშორებლივ ორი-სამი დღე უყარაულა.

- იქით, იქით, ონავარო, - ეუბნებოდა პატარა ნიკოს, რომელიც, წუწკ ციცუნიასავით ოთხზედ დამდგარი, ეპარებოდა კაკლებს. - საჩურჩხელეა, საჩურჩხელე, არ მიეკარო, თორემ ხელებზედ გცემ.

- ხელი, ხელი არ ახლო, - სასტიკად შეუყვირა მზარეულს - გიგუას,…

Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.

Джерело: kids.ge/story?id=63

Читати в Memova

Відкрити Memova