პატარა მწყემსის ფიქრები — ვაჟა–ფშაველა
Теми: класика, наука й природа
Початок
ბეჩაობით გაზრდილი ვარ, ძმისავ, მას აქეთ, რაც ფეხზე სიარული შევიძელ, სულ სხვისშვილადა ვარ. შვიდის წლისა მამაჩემმა დიდყურაანთ დამიყენა მოჯამაგირედ და ამ ხუთის წლის განმავლობაში მამაჩემი ჩემის ჯამაგირით იხდის მახტას*. წლისა და წლის თავზედ მოდის ხოლმე ჩემი ჯამაგირის ასაღებად. მე კი ერთი ფრჩხილის საკვეთი დანაც არ მიყიდია. ეჰ, ნეტავი მშობლები ცოცხლები მყვანდენ და, რა ვუყოთ!..
მარტოობამ დამატანა ძალა: ხშირად ოთხი თვე გავა, კაცს ვერ დავინახავ თვალით; მოხუცებული პაპუა რა ტოლამხანაგობას გამიწევს? საღამოზე ბინაში მისვლაც კი მეზარება ხანდახან, მაშინვე ჯავრობას დამიწყებს, სულ ჯავრობს, ბუზღუნებს: ეშმაკ-ქაჯთ შეჰხედავ, ცხვარს ვერ უმარჯვებ ბალახიან ადგილებსაო . ჩვენს მთებში ხომ ბალახს ძებნა არ უნდა,…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.