გრძნეული აქიმი — სულხან-საბა ორბელიანი
Теми: казки, психологія
Початок
ერთს აქიმს ერთი შეგირდი გაეწრთვნა. თურე ის აქიმიც მას საგრძნეულოში ყოფილიყო და მერმე იგი შეგირდიც შესულიყო და მას უფრო უცხოები ესწავლა. ორნივ ინდონი იყვნენ.
შეგირდი მეფის ქალაქში მივიდა. ერთი ჭაბუკი ნახა, დიდად მოეწონა, კარგი და ახოვანი კაცი იყო, მაგრამ დია გაყვითლებულიყო, დამჭლობილიყო, წყალჯავარი მოჰშლოდა და ვარდი ზაფრანად შეჰქმნოდა.
ჰკითხა აქიმის შეგირდმან: რა გჭირს, ძმაო, რა სენის უფალი ხარო? მე მოგარჩენო.
მან კაცმან უთხრა: შენ არა და, ქვეყნის აქიმნი შეიყარნენ, მე ვერას მარგებენ; დამთმე, წადიო!
მან აქიმის შეგირდმან ფიცი უთხრა: ესეთი არა გეჭირება რა, მე არ გიწამლოო.
უთხრა მან კაცმან: შენ ამას რას მიწამლებო? დღესა ერთსა მეფის ასული აბანოდ მივიდოდა და სარკმლით დავინახე და მას ვეტრფიალე. მას ჩემი…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.