Memova Учню Вчителю Тест слів Вчителі Тарифи Довідка English

ჩვენი მამალი — ვაჟა–ფშაველა

Текст · Мова: Грузинська · Рівень: складний · Автор: ვაჟა–ფშაველა · ≈ 7 хв · 1063 слів

Теми: класика, наука й природа

Початок

მეტად ამაყია ჩვენი მამალი: ეზოში მედიდურად დადის, დროგამოშვებით შედგება და დაიყივლებს; ჯიჯლიბო გვერდზე გადაუგდია, როგორც თავმომწონე ბიჭი გადიგდებს ხოლმე ქუდსა. საყივრები ხმლებივით ბოლოდამ უკანა აქვს გადაშვებული, თითქმის მიწაზე მიათრევს. მტრის მოსაგერი დეზები შემოკაუჭებული აქვს; ეს დეზები შუბი და ლახვარია, მტრის გასაგმირად დამზადებული.

ვაი იმ უცხო, მეზობლის მამალს, რომელიც ჩვენს ეზოში შემოსვლას გაჰბედავს: ჩვენი მამალი დაუხვდება წინ და შეუტევს, როგორც ლომი, აუტეხს შემოსულს მტერს მედგარს ომს. სასიკვდილედ შეებრძოლება ჩვენი მამალი მტერსა. გაიმართება მამლებ შორის ფარ-ხმლის ტრიალი: ქვეყანა შეიძვრის იმათ ბრძოლისაგან, მზე დაბნელდება მამლების ფეხთა ანადენის მტვრისაგან.

ერთად შეგროვილი დედლები ანწლებში,…

Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.

Джерело: kids.ge/story?id=9

Читати в Memova

Відкрити Memova