მაგდანას ლურჯა — ეკატერინე გაბაშვილი
Теми: класика
Початок
მაგდანა ჯერ ძლიერ ყმაწვილი დედაკაცი იყო, როდესაც ქმარი მოუკვდა და ოთხი უსუსური ბავშვი ხელზე ულუკმაპუროდ დარჩა. ერთადერთი ძროხა, რომელიც ამის ბავშვებს ზაფხულობით ლუკმას უსველებდა, ქმრის დამარხვას მოუნდა და სხვა სანუგეშებელი ქვეყანაზე აღარა გააჩნდა რა. რა ექნა უბედურ ქვრივს? რითი გამოეკვება თავისი ობლები? სოფელი მწირი , სადაც მაგდანა ცხოვრობდა, იმისთანა უნაყოფო, უწყალოდ მოტიტვლებულ მინდორზე მდებარეობს, რომ იმის მცხოვრებნი დიდის ვაი-ვაგლახით შოულობდნენ დღიურ ლუკმას. და, აბა, ამგვარი მეზობლები რა ხელს გაუწვდიდნენ წვრილშვილს, უვაჟკაცოდ დარჩენილ ოჯახს.
ამ უბედურ და ბუნების მხრით განწირულ სოფელს მხოლოდ ერთი ბედნიერება სჭირდა: ქალაქზე ძლიერ ახლო იყო და იქ მცხოვრები გლეხები ამ ქალაქში შოულობდნენ…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.