Memova Учню Вчителю Тест слів Вчителі Тарифи Довідка English

წინაპართა აჩრდილნი — ნიკო ლომოური

Текст · Мова: Грузинська · Рівень: складний · Автор: ნიკო ლომოური · ≈ 34 хв · 5121 слів

Теми: класика

Початок

უძველეს დროიდან მოკიდებული ლეკები და ქართველები ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ. სამწუხაროდ, საქართველოსა და დაღესტნის ბუნებას შორის დიდი განსხვავება სუფევდა. ეს განსხვავება ბუნებისა, რაღა თქმა უნდა, თავის შესაფერ გავლენას მოახდენდა მცხოვრებლებზედაც. ბუნება მხოლოდ საძირკველსა ჰყრის ეროვნული ხასიათისას; ამ ხასიათს ავითარებს, სხვადასხვა თვისებათა და მიდრეკილებათ ანიჭებს ისტორიული გარემოებანი.

ბუნებაზე უფრო უმეტესად განირჩევიან ერთმანეთისაგან ისტორია საქართველოსი და დაღესტნისა. ლეკები მუდამ ცხოვრობდნენ უზარმაზარ მთებში, კარჩაკეტილ და შეუვალ ხეობათა შორის. არა თუ დაუპატიჟებელი მტერი, არამედ სასიამოვნო და სასარგებლო სტუმარიც კი ვერ პოულობდა ამ ღარიბი და მწირი ქვეყნის გზასა და კვალსა.

საქართველო…

Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.

Джерело: kids.ge/story?id=64

Читати в Memova

Відкрити Memova