ჩვენი მისამართი — გიორგი წერეთელი
Теми: класика
Початок
სადაც ზამთარ-ზაფხულში
სითბო მზისა ანთია,
შავი ზღვა და
ლურჯი ცა
ჩვენი მისამართია.
სოფელს მისდევს სოფელი,
დაბა მოსდევს ნადაბურს, -
ერთმანეთზე შარაგზით
ხურჯინივით გადაბმულს.
ხეხილს მოსდევს ხეხილი,
ყვავილნარი - ყვავილნარს,
პურის ყანას - ვენახი,
ბარაქიანს,
ხვავიანს.
სტუმარს მოსდევს სტუმარი,
კიდევ ველით ორ იმდენს,
ვისაც უნდა გვეწვიოს,
სასიკეთოდ მოვიდეს.
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.