ვაშლი — აკაკი წერეთელი
Теми: класика
Початок
ფოთლებში გამოუყვია
თავი მწიფე ვაშლს შებრაწულს.
ქვეშიდან უჭვრეტს ყმაწვილი,
და რომ ვერ სწვდება, იტკენს გულს.
ამბობს: „ნეტავი ეს ვაშლი
თავისით ჩამოვარდესო!
ისე მომეცეს სიკეთე,
როგორც ის გამეხარდესო!“
ამ დროს გრიგალმა დაჰბერა,
ხე შეარხია შრიალით;
კუნწში მოსწყვიტა ნაყოფი,
ძირს მოდის ბზრიალ-ბზრიალით.
ყმაწვილმა ხელი დასტაცა,
ქარს მადლი უძღვნა გულითა
და სახლისაკენ მოჰკურცხლა
ავსილმა სიხარულითა.
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.