შემომღუღუნე, ჩონგურო — ვაჟა–ფშაველა
Теми: класика, наука й природа
Початок
შემომღუღუნე, ჩონგურო,
აკვნესდი, ამაკვნესია;
მორწყე და ააბიბინე
გულს ვარდი დანათესია,
ჩემთვის კვნესაში სილაღე
რამდენი ჩანალესია!..
ამოჟღარუნდი ხმატკბილად,
ატირდი, ამატირია!..
ჩემთვის ღვთის პირით ტირილში
სამოთხე დანაპირია,
ტირილით გაუმთელდება
გულს მოტეხილი პირია.
ანგელოზთ გუნდში კი ვმღერი
მაშინ, როს აქა ვტირია.
თვალს ნუ მარიდებ, ლამაზო,
ჩემკენ მოიღე პირია.
შენს მზერას ჩონგურის ხმაზე
რაღა სამოთხე სჭირია?!
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.