Memova Учню Вчителю Тест слів Вчителі Тарифи Довідка English

ლოცვა — ილია ჭავჭავაძე

Текст · Мова: Грузинська · Рівень: складний · Автор: ილია ჭავჭავაძე · ≈ 1 хв · 55 слів

Теми: класика

Початок

მამაო, ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა!

მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგევარ შენ წინა:

არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,

არ მინდა, ამით შეურაცხ-ვჰყო მე ლოცვა წმინდა...

არამედ მწყურს მე განმინათლდეს ცით ჩემი სული,

შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული,

რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან,

გთხოვდე: ”შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!” ილია ჭავჭავაძე

1858, 17 ივლისი. ტიარლევო

Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.

Джерело: kids.ge/poesy-verse?id=1330

Читати в Memova

Відкрити Memova