მტკვრის პირას — ილია ჭავჭავაძე
Теми: класика
Початок
კვლავ ჩემ-წინ მტკვარი მორბის ქუხილით,
ამ ქუხილში ვცნობ მშობლიურ გრგვინვას,
კვლავ ჩემი გული იმავ წუხილით
შეჰკვნესს მღვრიე ზვირთთ მღერითა დენას.
კვლავ განიღვიძეს ჩვეულთა ფიქრთა
და აღმეშალა დიდის ხნის წყლული...
შევკვნეს, შევსტირი მე ამა ზვირთთა,
თითქო მათ შთანთქეს ჩვენი წარსული.
წაგშლიან კვალნი, დროო ნეტარო!
მტვრად აღუგვიხარ საუკუნესა...
მისმინე აჯა, მისმინე, მტკვარო,
იმ დროთ გარდაეც ეს ჩემი კვნესა ილია ჭავჭავაძე
3 ოკტომბერი 1859წ. ტფილისი.
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.