Memova Учню Вчителю Тест слів Вчителі Тарифи Довідка English

ფშავლის სიმღერა — ვაჟა–ფშაველა

Текст · Мова: Грузинська · Рівень: складний · Автор: ვაჟა–ფშაველა · ≈ 1 хв · 72 слів

Теми: класика, наука й природа

Початок

მკვდარი ნუვისსა გგონივართ,

გრძნობა-მიხდილი ლეშია,

კიდევაც მიდუღს ვაჟასა

მთიური სისხლი მკერდშია.

რად-რა დავკარგავ იმედსა?

რად-რა ჩავიცვამ შავებსა?

რა მაქვს მე სამგლოვიარო,

ვენაცვლე შენსა თვალებსა?!

სანამ კი ვსუნთქავ ბედკრული,

შევყურებ მზეს და მთვარესა,

შენს სიბეჩავეს დავაცვეთ

ჩემს დაწყლულებულს მკლავებსა.

თუ გიღალატო, დედაო,

ნუმც დავიმარხო მთაშია,

ნუ დასდვან ვაჟის ფშავლისა

ხმალი სატირლის თავშია.

ნუ დამიტიროს ქალ-რძალმა

საკაცეზედა კარშია;

შავეთში გამგზავრებულსა

ცხენი წამექცეს წყალშია;

ქვეყნისგან შაჩვენებულმა

ბინა დავკარგო ცაშია,

გამიწყდეს ბეწვის ხიდაი,

ჩავვარდე კუპრის ზღვაშია!

Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.

Джерело: kids.ge/poesy-verse?id=1204

Читати в Memova

Відкрити Memova