Memova Учню Вчителю Тест слів Вчителі Тарифи Довідка English

ნიკოლოზ ბარათაშვილზედ — ილია ჭავჭავაძე

Текст · Мова: Грузинська · Рівень: складний · Автор: ილია ჭავჭავაძე · ≈ 1 хв · 94 слів

Теми: класика

Початок

ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის

ეს განწირული სულისკვეთება,

და გზა უვალი, შენგან თელილი,

მერანო ჩემო, მაინც დარჩება.

ნ. ბარათაშვილი.

ვაი, დაგკარგეთ!.. უღმრთო იყო შენი სიკვდილი!

ვის უწყს, რავდენი საუნჯენი დავმარხეთ ჩვენა,

ეგე ზღვა გული, სიყვარულის სხივ-ქვეშ გაშლილი,

რაოდენ გრძნობით, ჯერ უთქმელით, ჩვენ ჩაგვესვენა?

ვინ იცის, თანა რაოდენი წარიღე ფიქრნი?

მათ მნიშვნელობა დაგვეკარგა ჩვენ საუკუნოდ...

რაოდენ იმედთ და ნუგეშთა კოკრად ყვავილნი

ჩასჭკნენ შენს გულში განუშლელად ეგრე უდროოდ?

არა დედ-მამა, — მაგ სიკვდილით დაობლდა ერი!..

ვინღა მოგვითხრას ჩვენი ურვა, ჭირი და ლხენა?

ვაი ჩვენ, თვარემ შენ მით მაინც ხარ ბედნიერი,

რომ შენი ლექსი თვით მკვდრეთითაც აღგადგენს შენა.

Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.

Джерело: kids.ge/poesy-verse?id=1322

Читати в Memova

Відкрити Memova