Memova Учню Вчителю Тест слів Вчителі Тарифи Довідка English

ცხენობანა — შიო მღვიმელი

Текст · Мова: Грузинська · Рівень: складний · Автор: შიო მღვიმელი · ≈ 1 хв · 102 слів

Теми: класика

Початок

გადამსხდარან ყმაწვილები

გამხმარ ჯოხის ცხენებზედა,

საჯირითოდ გამოსულან

ბექობსა და სერებზედა.

ზოგს აცვია, ზოგი კიდევ

ტანტალა და უქუდოა;

რაშებიც კი ისეთი ჰყავთ,

რომ სუყველა უკუდოა.

წინ მიუქრით მათ ბელადი

მხარმაღალი, ბეჭიანი,

სხვებზე უფრო მოჯირითე,

მაგრამ ცოტა ეჭვიანი,-

მას არ უნდა ჰყავდეს ტოლად

სხვა ბადალი ცხენოსანი

და იძახის: „აბა მომყვეს

ვინც ბიჭია, წვეროსანი!“

იძახის და მიაქროლებს

რაშს ფრუტუნით, ჭენებითა;

უკან მისდევს მათ ლაშქარი

უაღვირო ცხენებითა...

აგერ ბელადს დაეწია

სხვა მხედარი ყოყლოჩინა,

მერანს უკრა გვერდში დეზი

და გაჰკურცხლა თვითონ წინა.

მაგრამ ტაიჭს გახურებულს

თავი ვეღარ დაუჭირა,

ხრამს გადევლო და მხედარი

გადმოვარდა თავდაყირა.

ამბობს, ცხენმა მიღალატა,

მაგრამ რა დროს ფიციალია?!

ამოგანგლულ მხედრის თავზე

ხარხარი და…

Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.

Джерело: kids.ge/poesy-verse?id=329

Читати в Memova

Відкрити Memova