Memova Учню Вчителю Тест слів Вчителі Тарифи Довідка English

სხვას ვის აქვს — გიორგი წერეთელი

Текст · Мова: Грузинська · Рівень: складний · Автор: გიორგი წერეთელი · ≈ 1 хв · 114 слів

Теми: класика

Початок

სხვას ვის აქვს:

ცხრა მთა,

ცხრა ველი,

ნაწნავი -

ცხრა-ცხრა მტკაველი,

ცხრა პური -

ცხრა ძმის საგზალი,

ცხრა ხმალი -

ცხრა ძმის ნახმარი.

სხვას ვის აქვს ციხე ცხრაკარა -

ცხრავეა - ცხრა-ცხრაკლიტული,

ცხრა წყარო -

ცხრავე ანკარა,

ცხრა მთაზე გადმოკიდული.

ცხრა მთიდან ჩამოწანწკარობს

ცხრა წყაროსთვალი ნებისად,

სხვაგან სად არის ცხრა წყარო

და ცხრავე უკვდავებისა.

სხვაგან სად არის ცხრა მუხა -

ხალხმა ცხრა ძმად რომ ჩათვალა,

აქ ცხრა ძმამ ცხრაჯერ ჩამუხლა,

რომ მზე მზეობდეს ცხრათვალა.

სადაც ცხრა გმირმა ჩამუხლა,

კვლავაც შრიალებს ცხრა მუხა,

კვლავაც ჭრიალებს ცხრა კარი,

კვლავაც აცხობენ ცხრა პურსა,

კვლავ უთვალთვალებს ცხრა

თვალი

ცხრა კუთხეს მამა-პაპურსა,

მზე კვლავ დასცქერის ცხრათვალა

ცხრა მთას და

ცხრა ველს ზღაპრულსა.

ხრა მთიდან ჩამოწანწკარობს

ცხრა…

Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.

Джерело: kids.ge/poesy-verse?id=645

Читати в Memova

Відкрити Memova