Memova Учню Вчителю Тест слів Вчителі Тарифи Довідка English

ჩურჩხელების ჩხუბი — იროდიონ ევდოშვილი

Текст · Мова: Грузинська · Рівень: складний · Автор: იროდიონ ევდოშვილი · ≈ 1 хв · 117 слів

Теми: класика

Початок

ახალ წლის ღამეს ჩურჩხლებმა

ასტეხეს აურ-ზაური,

ყველაზე ძლიერ გაჯავრდა

შუქურა ნიგვზიაური.

- ვინ მეცილება შაქრობას,

ვინ არის ჩემი ტოლიო,

სიყმესა ვფიცავ, საკვლევზე

არავინ გავიყოლიო!

- რა, რასა ჩმახავ, ნიგოზავ,

რა თავი მოგაქვს გმირადა,

ყურძნიაულთან არ ჰღირხარ,

გამხმარ, უგემურ ჩირადა! -

ესა თქვა ყურძნიაულმა,

მაგრამ დაჰკივლა თხილამა:

- ნუ იბერები, ძამია,

დეე, განგვსაჯოს ილამა. -

აქ ილა ფეხზე წამოდგა,

საქმე აქვს საჭოჭმანები,

მომჩივნებს სინჯავს, უყურებს

ელავენ მისი თვალები.

ბოლოს დაიწყო: - ნიგოზავ,

მე შენ კი გენაცვალები,

შენც კარგი რამ ხარ, თხილუნავ,

ყურძნისავ, გშვენის ხალები!

აქ მოდით ყველა ჩემთანა,

თქვენში სულ ყველა კარგია,

ჩემი ჯიბისთვის არა ხართ

არც ერთი მეტი ბარგია!

შემოვდგი ფეხი, გილოცავთ,

ღირსნი ხართ ჩემი ქებისა,

პირშიაც…

Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.

Джерело: kids.ge/poesy-verse?id=742

Читати в Memova

Відкрити Memova