Memova Учню Вчителю Тест слів Вчителі Тарифи Довідка English

რთველი — რაფიელ ერისთავი

Текст · Мова: Грузинська · Рівень: складний · Автор: რაფიელ ერისთავი · ≈ 1 хв · 138 слів

Теми: класика

Початок

ყურძენი დამწიფებულა,

დახე, როგორ წითლად ღუის,

ჩქარა, თორემ რთველი, თორემ

კოღო, ბუზი თავს დაბზუის.

შეიკრიბნენ მკრეფავები,

ამოუდგნენ თითო ვაზსა,

ყურძენს სვლეპენ, იცინიან

და მოაბეს მხარი მხარსა.

მტევნებს ჰკრეფენ, ჰგლეჯენ, სჭრიან,

გაჰკრეს, გაჰკრეს ვენახს ხელი,

კალათები იზვირთება

და შეიქმნა ხშირი რთველი!..

საურმეზე გოდრები დგას,

კალათს სცლიან ზედიზედა,

აბა, ბიჭო, მარნისაკენ,

თორემ ძლიერ გაიჭედა.

იკიდებენ მძიმე გოდრებს

სიცილით და ღიღინითა,

ურმით მიაქვთ საწნახლისკენ,

ნება-ნება, ჭრიჭინითა...

აბა, გიგო, კრჩხა თუ გინდა,

ან ჯაგანი, ან აკიდო,

შენი წილი ზამთრისათვის

მოდი, ზურგზე წამოგკიდო...

ჩვეულება ასეთი გვაქვს,

ხილს ვინახავთ საზამთროსა,

ყურძენი სჯობს შესანახად

ნესვებსა და საზამთროსა...

მზე ჩავიდა. საწნახლიდან

მოწანწკარებს ტკბილი…

Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.

Джерело: kids.ge/poesy-verse?id=192

Читати в Memova

Відкрити Memova