მთათ მითხრეს... — ვაჟა–ფშაველა
Теми: класика, наука й природа
Початок
მთათ მითხრეს: “ნუ დაგვივიწყებ,
კარგად აგვხედე, ჩაგვხედე;
ჩვენსავით იდეგ მტკიცედა,
ვინძლო აროდეს დაჰბერდე.
ცხოვრება ჭირიანია,
ჭირით არ ერთით, ორითა,
შენაც მოგაცხობს ბევრს რასმე,
არ აგაშმოროს შმორითა.
ჩვენ დაგვიძახე მკურნალად,
წამალს მოგაწვდით შორითა.
ათასი ვნახეთ ვაება,
ას-ასჯერ რისხვა ციდამა:
სეტყვა, მეხი და ქარბუქი,
ყინვა, თოვლ-ჭყაპი ღვთიდამა.
დიდმა დარდმა და ვაებამ
დაგვაზიანა ვითამა?
ჰხედავთ, რომ გაზაფხულზედა
ღვარები მოჰხეთქს მთიდამა.
გადვიგდებინებთ მაშინა
ყინულის ლოდსა ქედითა,
თუ გუშინ მკვდრადა გვსახავდენ,
დღეს ამდგარნი ვართ მკვდრეთითა;
ბუნებისა ვართ გვირგვინი
შეუპოვარის მკერდითა.
აგვიყვავდება გულ-მკერდი,
გავფენთ ქუჩსა და მუროსა;
მშობადი ძალი გულისა
შიგით აგელებს უროსა;
კაცი სად არის, მის ჩქამი
დადგეს და დაიყუროსა.
გა…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.