ომი საქართველოს თავად-აზნაურ-გლეხთა პირისპირ დაღისტნისა და ჩეჩნელთა, წელსა 1844-ს — ნიკოლოზ ბარათაშვილი
Теми: класика
Початок
მძღვანელობასა ქვეშე ღუბერნიის მარშლის,
თავადის დიმიტრი თამაზის ძის ორბელიანისა
ძრწოდე, კავკასო! ახლო არს დღე შენის აღსასრულისა,
შეთქმულან შენზედ ერთპირად ძენი ქართლისა სრულისა,
აღებად შენგან სისხლისა, უბრალოდ დაქცეულისა,
და აღმორთმევად უწყალოდ შენს შორის ბოროტ სულისა!
ქართლითგან მოვალს მარადის მამულის მონა ლაშქარი,
წინ ერისთავი მოუძღვის, მიწასა გააქვს ზანზარი!
კავკასო, ქართლოსს საფლავზედ არიან გაფიცებულნი,
და მათ წინ ვერღა დაუდგნენ ვერც შენნი პირველ რჩეულნი!
სომხითით მოსჭექს სასარდლო, ძველადგან სახელგანთქმული,
მის შორის ბრუნავს ცხოველად დავით სარდრისა კვლავ სული!
ჰე, დაღისტნელნო, სომხითის კედელნი, თქვენგან ნგრეულნი,
მის ძეთა თქვენის თავებით ყონ ახლად აღშენებულნი!
კავკასო, აჰა კახნიცა შენზედ…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.