გუთნის დედა — ალექსანდრე ჭავჭავაძე
Теми: класика
Початок
მშვიდობით, ხოდაბუნო, მშვენიერო და კარგო,
ამას იქით ვეღარ გხნავ, ასე უნდა დაგკარგო,
ცხენი დამზანტებია დრო მრავალ-გამოვლილი,
გდია თავ ჩამოგდებით ჩუთის წევით მოღლილი.
კვლავ მასც ჰქონდა ერთი დრო რომ რამდენსმე დღიურსა.
ერთის შებმით მოჰხნევდა, არ გაიბერტყდა ყურსა.
ახლა გინდ ათი სახრეც კაცმა ზედ დაამტვრიოს
მგონია ერთი კვალიც რიგზე ვერ გააკვლიოს.
ნეტავი მას დროს, ცხენო, რომ ყელმოღერებული,
კუნტრუშით აბრუნებდი ბელტებს განხურვებული,
ახლა ასე მგონია, რაგინდ თავი აწყვიტო,
ბაწრითაც რომ დაგაბა, ისიც ვეღარ ასწყვიტო.
უწინ მწვე არ ვიტყოდი, ეს მიწა მაგარია,
ჩემთვის მაშინ სწორ იყო ველი, მთა და ბარია,
თუ გონებაზე ვიყავ, მაშინვე შევაბემდი
ჩემსა ჩუთს და სიმღერით ყამირსაც ლბილებრ ვხნევდი.
ზოგი მიწა მტკიცეა, ზოგი ხმელი, ქვიანი,
ზოგს…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.