Memova Учню Вчителю Тест слів Вчителі Тарифи Довідка English

მუშა — ილია ჭავჭავაძე

Текст · Мова: Грузинська · Рівень: складний · Автор: ილია ჭავჭავაძე · ≈ 3 хв · 379 слів

Теми: класика

Початок

«В труде проходит жизнь его

И не приносит ничего».

I

გოლვიან დღესა ტფილისშია შუა ბაზრისკენ

მე ჩამივლია... ჩემო მუშავ, მინახვიხარ შენ

კედელთან მწოლი; მხურვალე მზე ზედ დაგყურებდა,

ჩუმი ღიღინი შენი ხშირად გულს მიწყლულებდა.

ნაღვლიან ხმაში სულ ისმოდა შენი ცხოვრება,

დღიურ ლუკმისთვის ტანჯვა, შრომა და მწუხარება.

ვინა ხარ შენა, ჩემო ძმაო? სიდამ მოსულხარ?

ბატონის მათრახს ვერ გაუძელ, გამოქცეულხარ,

მოშორებულხარ ჯალაბობას, შენსა სახლ-კარსა,

მინდორს მამეულს და შეჩვეულს მიწასა, წყალსა?

თუ უნებლიეთ გადმოგტყორცნა მუხთალმა ბედმა,

ან მოგიტაცა სხვა კაცზედა მაცდურ იმედმა?

აქ სად მოსულხარ?.. რაც დაჰკარგე და რაც დასტოვე,

მის მაგიერი ტფილისშია, აბა რა ჰპოვე?..

II

აი ტვირთ-ქვეშა მოკაკულხარ, საბრალოვ, შენა!

ოფლი წურწურით პატიოსან…

Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.

Джерело: kids.ge/poesy-verse?id=1325

Читати в Memova

Відкрити Memova