Memova Учню Вчителю Тест слів Вчителі Тарифи Довідка English

დემონსტრაცია ტფილისში — National Geographic საქართველო

Стаття · Мова: Грузинська · Рівень: складний · Автор: National Geographic საქართველო · ≈ 1 хв · 149 слів

Теми: подорожі й побут

დემონსტრაცია ტფილისში

Початок

XX საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერია მძიმე სოციალურ და პოლიტიკურ კრიზისში მოექცა, რამაც ხალხის პროტესტი გამოიწვია

თებერვალი, 2019 რუბრიკა: რეტრო

1905 წლის 9 იანვარს, იმპერატორ ნიკოლოზ მეორის ბრძანებით, მრავალათასიანი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბიეს და რუსეთში რევოლუცია დაიწყო.

არეულობამ მოიცვა საქართველოც, რასაც სოციალურად დაუცველ გლეხთა და მუშათა გაფიცვები და დემონსტრაციები მოჰყვა.

ამ პროცესის საპირისპიროდ, რუსეთის მეფის მხარდამჭერებიც ხშირად მართავდნენ რევოლუციის წინააღმდეგ მიმართულ `პატრიოტულ მანიფესტაციებს. ერთ-ერთი ასეთი დემონსტრაცია ტფილისში 1905 წლის 22 ოქტომბერს გოლოვინის პროსპექტზე გაიმართა. დემონსტრანტებს წინ ხატებითა და ბაირაღებით სასულიერო პირები ლოცვითა და გალობით მიუძღოდნენ,…

Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.

Джерело: nationalgeographic.ge/story/demonstracia-tfilisshi/

Читати в Memova

Відкрити Memova