ლემურების გამალებული ძიება — National Geographic საქართველო
Теми: наука й природа

Початок
ბოლო ათწლეულებში მკვლევრები კატისებრ ლემურთა პოპულაციების კლებას შეშფოთებით ადევნებდნენ თვალს, თუმცა უკანასკნელი სიახლეები სანუგეშოა.
კატისებრ ლემურებს მთელ მსოფლიოში იცნობენ და უსაყვარლეს არსებებად თვლიან, მეტწილად ანიმაციური ტრილოგია „მადაგასკარის“ დამსახურებით, რომელშიც ლემურთა მეფეს საშა ბარონ-კოენი ახმოვანებს. პოპულარობის მიუხედავად, ამ ქარიზმატული პრიმატების ბუნებაში ნახვა თითქმის შეუძლებელია – მხოლოდ მადაგასკარის სამხრეთისა და სამხრეთ-დასავლეთის მიუვალ ტყეებში ბინადრობენ. „იქამდე მისასვლელი გზები არ არსებობს ან თითქმის გაუვალია“, – გვიხსნის ანდრეა ბადენი, რომელიც ჰანტერის კოლეჯის (ნიუ-იორკი) პრიმატოლოგია. წლების განმავლობაში ლემურთა პოპულაციები შეზღუდული აღწერებიდან ექსტრაპოლაციით…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.