Memova Учню Вчителю Тест слів Вчителі Тарифи Довідка English

მსოფლიოს უდიდესი კვერცხი — National Geographic საქართველო

Стаття · Мова: Грузинська · Рівень: складний · Автор: National Geographic საქართველო · ≈ 1 хв · 168 слів

Теми: наука й природа

მსოფლიოს უდიდესი კვერცხი

Початок

ვინ დებდა მსოფლიოში ყველაზე დიდ კვერცხს? დინოზავრები – არა.

მარტი, 2025 რუბრიკა: მოკლე სტატიები

საშუალო ზომის ქათმის კვერცხი ხელის გულზე თავისუფლად ეტევა. მასზე 100-ჯერ დიდია იშვიათი განამარხებული ნიმუში National Geographic-ის ისტორიული კოლექციიდან. 30 სმ სიგრძისა და 23 სმ დიამეტრის სრულად შემონახული კვერცხი მადაგასკარის ენდემურ სახეობას, არამფრენ ბალახისმჭამელ ეპიორნისს (Aepyornis maximus) ეკუთვნოდა, რომელიც არაუგვიანეს XVII საუკუნიდანაა გადაშენებული. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს ფრინველი ზედმეტად დიდი ზომის სირაქლემას წააგავდა, თუმცა ყველაზე ახლოს ენათესავებოდა უფრო პატარა ზომის უტროპო ფრინველს, კივის. მის მსხვილ ფეხებს საკმაოდ დიდი წონა ეყრდნობოდა: ზრდასრული ფრინველი სიმაღლეში 3 მეტრს…

Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.

Джерело: nationalgeographic.ge/story/msoflios-udidesi-kverckhi/

Читати в Memova

Відкрити Memova