სასტუმრო ორიანტი — National Geographic საქართველო
Теми: подорожі й побут

Початок
ნოემბერი, 2022 რუბრიკა: რეტრო
XIX საუკუნეში თბილისში ევროპული ტიპის სასტუმროები გამოჩნდა, რომლებიც, ძირითადად, თბილისში მცხოვრებ ევროპელებს ეკუთვნოდათ. იმავე საუკუნის მიწურულს აშენებული ახალი სასტუმროები სტუმრებს კომფორტულ გარემოს, კელთილმოწყობილ ნომრებს და საუკეთესო მომსახურებას სთავაზობდნენ. ეს იყო კავკასიაში ცნობილი სასტუმროები: `გრანდ-ოტელი“, `მადერი“, `ვეტცელი“, `კავკაზი“, `ლონდონი“, `მაჟესტიკი“ და სხვ. მათ შორის გამოირჩეოდა სასტუმრო `ორიანტი“, რომელიც რუსეთის იმპერიაში საუკეთესო ხუთეულში შედიოდა.
გოლოვინის პროსპექტზე 1865-1867 წლებში გერმანელი არქიტექტორის, ო. ი. სიმონსონის პროექტით აშენებულ ნაგებობაში თავდაპირველად თბილისის სასამართლო პალატა და საოლქო სასამართლო განთავსდა. მოგვიანებით…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.