ზემო სვანეთის ფერადი ტრადიცია — National Geographic საქართველო
Теми: подорожі й побут

Початок
ნანატრ ვაჟიანობას იფარის თემში განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
ადრიან დილით, ჩემს მასპინძლებთან ერთად, შევუდექი ძველი ეკლესიის გზას, სადაც ლიჩანიშობის დღეობა იმართებოდა სოფელ ადიშში – იმავე ჰადიშში, როგორც სვანურად ეწოდება.
ლიჩანიშობის დღესასწაულის შესახებ თავდაპირველად მეგობრისგან შევიტყვე. იგი აღტაცებული მიყვებოდა ძველ სვანურ ტრადიციზე, რომელიც ქრისტიანობის და წარმართობის ნაზავს წარმოადგენს და ვაჟიანობას უკავშირდება – ვაჟის შეძენის სიხარულს, როგორც გვარის გაგრძელების საწინდარს. ამ ისტორიამ დამაინტერესა, სურვილი გამიჩნდა საკუთარი თვალით მენახა და მომდევნო წელს, დღესასწაულზე, მეც წავედი.
ლიჩანიშობა ადიშელების დღესასწაულია, რომელიც ყოველ ზაფხულს, კვირიკობის მომდევნო ხუთშაბათს აღინიშნება. ამიტომ…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.