ინფექციის აღმოჩენა დედამიწის დასალიერში — National Geographic საქართველო
Теми: наука й природа

Початок
ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც National Geographic-ის მკვლევარმა, ჯეინ იანგერმა, ანტარქტიდის უედელის ზღვაში მიმავალ კვლევით გემზე ავისმომასწავებელი შეტყობინება მიიღო: „აქაც ბევრი მკვდარი კიბოჭამია სელაპია“. გზავნილი მეგობარმა და ექსპედიციის ხელმძღვანელმა ახლომდებარე გემიდან გამოგზავნა, რომელმაც ზღვის ყინულის კიდეებზე არაერთი მკვდარი სელაპი შეამჩნია. ამ დროს იანგერი იკვლევდა, თუ როგორ ვრცელდებოდა მსოფლიოს მოდებული ფრინველის გრიპი ამ რეგიონში და აღმოაჩინა, რომ ვირუსი სელაპებზეც გადასულიყო.
მაგრამ ეს ამბავი შეიძლება ბევრად დიდი თავსატეხის ნაწილიც ყოფილიყო – ანტარქტიდა ერთ-ერთი ადგილია, სადაც გლობალური დათბობა ყველაზე სწრაფად მიმდინარეობს. აქ ტემპერატურა მსოფლიო საშუალო მაჩვენებელზე ორჯერ მეტად…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.