გაიცანით ტყის ფარული მცველები — National Geographic საქართველო
Теми: наука й природа

Початок
ფოტოგრაფმა ინგო არნდტმა ჭიანჭველების უზარმაზარი ბუდე პირველად თითქმის 50 წლის წინ, ბავშვობისას ნახა, როდესაც გერმანიაში, სახლთან ახლოს, მამასთან ერთად, ტყეს ათვალიერებდა. ფრინველებზე დაკვირვებისას მათ უღრან ტყეში 1,5 მეტრი სიმაღლის, სტალაგმიტივით აზიდული ბორცვი შენიშნეს, რომელიც ნაძვის წიწვების სქელი ფენით და უამრავი პაწაწინა წითური ტყის ჭიანჭველათი იყო დაფარული.
არნდტმა მისი უფრო ახლოდან ნახვა მოინდომა, მაგრამ მეტისმეტად სპეციფიკური სუნის გამო გადაიფიქრა. მძიმე და მძაფრი ჰაერი ნესტოებს ძმარივით უწვავდა. „ეს სუნი არასოდეს დამავიწყდება“, – ამბობს იგი.
ზრდასრულ ასაკში არნდტმა თავისი კარიერის უმეტესი ნაწილი ცხოველების გადაღებას მიუძღვნა – აღბეჭდავდა პუმებს პატაგონიაში თუ კენგურუებს ავსტრალიაში.…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.