მცენარეული საკვები ხორცის ნაცვლად? — National Geographic საქართველო
Теми: їжа

Початок
სოკო „პორტობელო“ ჩემს ტაფაზე შიშხინით ვარდება. ვამატებ პრასს, ხახვს და სტაფილოს და ერთ ბოთლ კალიფორნიულ კაბერნესაც ვასხამ. რამდენიმე საათის შემდეგ ბორდოსფერი სითხისგან სიროფიღა დარჩება, რომელსაც სოკოებს მოვასხამ.
შეფ-მზარეულ თომას კელერის მოთუშული ნეკნების რეცეპტი ჩემი საყვარელი ხორციანი კერძი იყო, ამიტომ ის თამამად მოვარგე სოკოებს ჩემი პირველი ვეგანური მადლიერების დღის სადილისთვის. როგორც კი სოკო სტუმრებს – მათ შორის ზოგიერთ ახლო ნათესავს – მივაწოდე, მივხვდი, რომ შეცდომა დავუშვი. სოკოს შიგნეულის არამიმზიდველი ფერი მიეღო. გემოს არა უშავდა, ჩვეულებრივ სოკოს ჰგავდა.
ეს სადილი სამუდამოდ დამამახსოვრდება როგორც მადლიერების დღე, როდესაც ხმა არავის ამოუღია.
ჩემი მისია არ ყოფილა ბოსტნეულის განდიდება.…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.