ვარსკვლავების უკვდავი ნიშნები — National Geographic საქართველო
Теми: наука й природа

Початок
გრავიურა, რომელსაც ერიკა ბლუმენფელდი მაჩვენებს, მუქი ლურჯი სივრცეა, ისეთი ლურჯი, რომანტიკასა და ღამეს რომ გვახსენებს. ის ოქროსფერი პუნქტირითაა მოფენილი – ხაზებით, ისრებით, წინწკლებით. ერიკას ხელოვნება ქაღალდზე მელნით იქმნება, სათავეს საუკუნოვანი არტეფაქტებისგან იღებს, შთაგონებას – ასტრონომიის ყურადღების მიღმა დარჩენილი პიონერებისგან, სიცოცხლეს კი – სინათლის შეცნობის წყურვილით.
ჰარვარდის კოლეჯის ობსერვატორიაში (კემბრიჯი, მასაჩუსეტსი), სამ სართულზე განთავსებული მეტალის კარადები მინის 550 000-ზე მეტ ფირფიტას ინახავს. მათი ზომები უმეტესად 20 და 25 სანტიმეტრია. ესაა ნეგატივები XIX საუკუნის შუა ხანებიდან. ერთ მხარეს შორეული ვარსკვლავებიდან მომავალი შუქია დატანილი, მეორე მხარეს განტოლებები, ისრები,…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.