კაქტუსების საიდუმლო ძალა — National Geographic საქართველო
Теми: наука й природа

Початок
გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, უღრუბლო ცისა და ღუმელივით სიცხის მიუხედავად, 8-9 მეტრის გიგანტური კაქტუსი ჯანმრთელად გამოიყურებოდა არიზონის საგუაროს ეროვნულ პარკში. უკანასკნელ ხანებში იწვიმა და კაქტუსის ნაკეცებიანი გარე კედლებიც გაფართოებულიყო ტანში ასობით ლიტრი წყლის შესანახად.
ასეთი შინაგანი რეზერვუარებით კაქტუსი ხარობს იქ, სადაც სხვა მცენარეები მაშინვე გახმებოდნენ, მაგრამ აშშ-მექსიკის საზღვარზე, სონორას უდაბნოს მკვიდრი ეს სახეობა, საგუარო, იგივე გიგანტური კარნეგია, კიდევ ერთ ევოლუციურ ხრიკს მალავს. მისი ეშმაკური მოქმედების აღსაბეჭდად პარკის ბიოლოგი დონ სუონი სპეციალური შეკვეთით დამზადებული ტელესკოპური ჯოხითა და ფოტოაპარატის შტატივის სისტემით შეიარაღდა, რომელიც ამ გიგანტის ვარჯისკენ მიმართა…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.